უცნაური აქცია: "ბარნლის" ფეხბურთელები მოედანზე ბავშვების ნაცვლად, მოხუცებულების თანხლებით გამოვიდნენ

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/8-ფინალის შეხვედრა "ბარნლისა" და "ლინკოლნ სიტის" შორის უცნაურად დაიწყო. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე მოხუცი ადამიანების თანხლებით გამოვიდნენ.

მოგეხსენებათ, როგორც წესი, ფეხბურთში გუნდები მოედანზე ბავშვებთან ხელჩაკიდულნი გამოდიან ხოლმე.

აქციაში მონაწილეობა 69-იდან 85 წლამდე ასაკის "ბარნლის" გულშემატკივრებმა მიიღეს. ამ ჟესტით კლუბმა ასაკიან ადამიანებს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო! ძაან მაგარია!
georgian
18:56 18-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული