ამის გამო, იბრას ასაკის გათვალისწინებით, ბევრი მისი კარიერის შესაძლო დასასრულზე ალაპარაკდა. თუმცა თავად 35 წლის ბოსნიური ფესვების მქონე შვედმა პირველი კომენტარი გააკეთა თავის სტილში - მხოლოდ ზლატანი გადაწყვეტს, როდის წავა ზლატანი ფეხბურთიდანო...
"რაღაც პერიოდი ვერ ვითამაშებ, თუმცა დანებებას არ ვაპირებ და ეს გამოსავალი არ არის. ამასაც ისე შევხვდები
ფაქტია ისიც, რომ მთლიანად კარიერა თუ არა, ზლატანის მანჩესტერული კარიერა მაინც ამით, ალბათ, დასრულდა. ჟოზე მოურინიოს, თითქოს, ერთგვარი დილემა მოეხსნა, რადგან პორტუგალიელი ახალი გუნდის აშენებას აპირებს და ასაკში მყოფი და ზედმეტად ქარიზმატული იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, მის გრძელვადიან გეგმებში არც შედიოდა, რასაც ასე პირდაპირ ვერ იტყოდა. ლაპარაკობენ უეინ რუნის შესაძლო წასვლაზეც.
ახლა კი იბრას ამბავი ავტომატურად "მოგვარდა", ოღონდ სამწუხარო მიზეზით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"