იტალიელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს (სტატია "ჩელსის" წუხანდელი მატჩის წინ არის დაწერილი). ეს უპირატესობა "ჩელსის" "ტოტენჰემთან" აქვს, რომელიც თავის მხრივ, 11 ქულით უსწრებს "მანჩესტერ სიტის" და 12-ით "მანჩესტერ იუნაიტედს".
შედარებით ნაკლებში ჩვენ მთელი 123 მილიონი გირვანქა ვიგულისხმეთ (რომლის ნახევარიც "ჩელსიმ" ოსკარის ჩინეთში გაყიდვით ამოიღო), მაგრამ ფაქტია, მანჩესტერულმა გუნდებმა მეტი
"მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყოველთვის ის არ იგებს, ვინც ყველაზე მეტს ხარჯავს. ეს სეზონი პირველი არ გახლავთ, რომლის დაწყებამდეც მანჩესტერულმა გუნდებმა ყველაზე მეტი დახარჯეს, წინა წლებიც გავიხსენოთ. თუმცა ცხრილის სათავეში ისინი არ არიან" - აღნიშნა კონტემ და "ტოტენჰემსაც" კომპლიმენტი უძღვნა.
იტალიელმა თანამედროვე სატრანსფერო ბაზარსა და ფასებს "სიგიჟე" უწოდა. სპეციალისტმა, რომელმაც თავისი ყოფილი კლუბი ტურინის "იუვენტუსი" უკვე მწვრთნელის რანგში დააყენა ფეხზე და სერია A ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერლიგის მოგება მისი ყველაზე დიდი წარმატება, დადებითად უპასუხა.
"დიახ, რა თქმა უნდა. ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის, მთლიანად კლუბისთვის, ეს დიდი წარმატება იქნება. ინგლისის ჩემპიონატის მოგება ყოველთვის ძალიან ძნელი იყო და ახლა მით უმეტეს. ჩვენ ჯერჯერობით გარანტირებული არაფერი გვაქვს. ამ წუთისთვის კარგ სეზონს ვატარებთ, მაგრამ სეზონი ფანტასტიკური რომ გახდეს, ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს - სცადო მოგება, ითამაშო მოსაგებად" - ამბობს კონტე.
მას აზრი ედენ აზარზეც ჰკითხეს. საქმე ის არის, რომ ედენი მშვენიერ სეზონს ატარებს და ისევ დაიწყეს ბელგიელის შედარება კრიშტიანო რონალდოსთან და ლიონელ მესისთან - აქაოდა, აზარს მათ დონეზე ასვლა შეუძლიაო. ამის თაობაზე, ცოტა ხნის წინ "ჩელსის" ესპანელმა ლეგიონერმა სესკ ფაბრეგასმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ედენს ნამდვილად შეუძლია იმ დონეზე ასვლა და სტაბილურად ასე თამაში, მაგრამ მაშინ ამისთვის ცოტა უფრო "ეგოისტი" ფეხბურთელი უნდა გახდეს და "მკვლელის ინსტინქტით" იმოქმედოსო. როგორც ჩანს, კონტეს ეს იდეა არ მოსწონს და სხვა აზრზეა.
"ჩემ გუნდში ეგოისტი ფეხბურთელები არ მინდა. მირჩევნია, მატჩი წავაგო, ვიდრე შემადგენლობაში ეგოისტი მოთამაშე მყავდეს. დიდი ფეხბურთელისა და ტალანტის პირველი მიზანი არის და უნდა იყოს გუნდისთვის დახარჯვა და საკუთარი მონაცემების გუნდისთვის გამოყენება.
გამორჩეული და საუკეთესო მოთამაშეები არ იარსებებდნენ გუნდის გარეშე. არც იმას ვფიქრობ, რომ მესი ეგოისტი ფეხბურთელია. ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა და გაფიქრება არასასიამოვნოა.
ნამდვილად არ მინდა, მომავალში გუნდმა ეგოისტი მოთამაშე მიყიდოს, რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის. გამორიცხულია" - აი, ასეთი კატეგორიული იყო კონტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"