"წმინდანებთან" მატჩი საკმაოდ სანერვიულოდ მიდიოდა და მცველის, გარი კეჰილის მიმდინარე სეზონში მე-7 (!) გოლმა "ლურჯებს" საქმე ძალიან გაუადვილა. კეჰილმა ამ გოლით 2:1 გახადა, ხოლო მეორე ტაიმში დიეგო კოშტას ჯერი დადგა. ესპანელს ერთ გოლზე მეტი იშვიათად გააქვს ხოლმე (თუ "სუონსის" წინააღმდეგ არ თამაშობს), მაგრამ ახლა გაიტანა და ეს სჭირდებოდა კიდეც, რადგან ექვსმატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა.
თანაც, იქამდე ედენ აზარსაც უპასა საგოლედ. დიეგოსთვის ეს 50-ე და
2011/12 წლების სეზონში ლიგა 1-ში ედენმა "ლილის" მაისურით 20 გოლი გაიტანა და ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია. ედენი, კეჰილი და ძმანი მათნი მატჩის მერე სიხარულით ამბობდნენ, ჩვენი მოგება "ტოტენჰემისთვის" დამატებითი წნეხი იქნებაო.
"არ იყო ადვილი მოგება, რადგან ძლიერ გუნდს ვხვდებოდით, რომელმაც 10 დღე დაისვენა, ჩვენ კი ვითამაშეთ ორდღე-ნახევარში "ტოტენჰემთან" მოგების მერე. ეს ჩემი პირველი სეზონია ინგლისში და ასოციაციის თასის ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა. აგრეთვე მნიშვნელოვანი გახლდათ ეს გამარჯვება და ბიჭებს ქება ეკუთვნით, მათ კვლავაც ხასიათი და შემართება გამოავლინეს და მიზანს მივაღწიეთ.
რა თქმა უნდა, დიეგოსთვის მნიშვნელოვანია ორი გოლის გატანა და ჩვენ გვჯეროდა, რომ მისი პაუზა დროებითი გახლდათ, ის გუნდისთვის სასარგებლო რჩებოდა და მთავარია, სასურველ შედეგს ვაღწევდით" - თქვა ანტონიო კონტემ.
საჩემპიონო რბოლა კი დაიძაბა, მაგრამ რეალურად, "ლურჯებს" ისევ საგრძნობი უპირატესობა აქვთ და, რაც მთავარია, გაცილებით მსუბუქი კალენდარი. "ჩელსის" "ევერტონთან" (გასვლაზე), "მიდლსბროსთან (შინ), "ვესტ ბრომვიჩთან" (გ), "უოტფორდთან" (შ) და "სანდერლენდთან" (შ) მატჩები რჩება.
ხოლო "ტოტენჰემს", "კრისტალ პალასთან" წუხანდელ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ზედიზედ კიდევ ორი ლონდონური დერბი ელის - "არსენალთან" (შ) და "ვესტ ჰემთან" (გ) - რასაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" (შ), "ლესტერთან" (გ) და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰალთან" (გ) შეხვედრები მოჰყვება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ "ჩელსის" 27 მაისს კიდევ ერთი თამაში ექნება - ასოციაციის თასის ფინალი "უემბლიზე" "არსენალის" წინააღმდეგ.
ბოლოს კი, ნურც ფრანსესკ ფაბრეგასს დავჩაგრავთ და ვთქვათ, რომ სესკმა "საუთჰემპტონთან" თავისი 103-ე საგოლე პასი გააკეთა, რითაც პრემიერლიგის ასისტენტთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გადავიდა. მან "ჩელსის" ლეგენდა ფრენკ ლამპარდს (102 პასი) გაასწრო და იქამდე აჯობა უეინ რუნის (101).
ამ მხრივ, რეკორდი კი ისეთივე მოუხსნელი ჩანს, როგორც ალან შირერის გოლების (260) რეკორდი, რადგან პირველზე რაიან გიგზია 162 საგოლე გადაცემით.
ფეხბურთელები, რომელთაც ყველაზე სწრაფად გაიტანეს 50 გოლი პრემიერლიგაში
ენდი კოული 65 მანჩესტერი 1995
ალან შირერი 66 ბლექბერნი 1994
რუუდ ვან ნისტელროი 68 მანჩესტერი 2003
ფერნანდო ტორესი 72 ლივერპული 2009
სერხიო აგუერო 81 სიტი 2014
ტიერი ანრი 83 არსენალი 2001
კევინ ფილიპსი 83 სანდერლენდი 2001
დიეგო კოშტა 85 ჩელსი 2017
ლუის სუარესი 86 ლივერპული 2013
იან რაიტი 87 არსენალი 1995
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"