რიად მაჰრეზი: პატიოსნად მსურს აღვნიშნო, რომ ახლა წასვლა მინდა

AutoSharing Option
"ლესტერის" ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის გამოცვლა სურს.

ალჟირელის მთავარ მსურველად "არსენალი" სახელდება, მაგრამ არიან სხვა მიმპატიჟებლებიც.

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ "ლესტერს" და აქ ბედნიერი წლები გავატარე, მაგრამ პატიოსნად მსურს აღვნიშნო, რომ ახლა წასვლა მინდა, ვგრძნობ რომ ცვლილებების დროა. ამის შესახებ უფროსობასაც ვესაუბრე, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ისევე, როგორც ფანებთან და მათი მადლიერი ვარ. წინა ზაფხულს სიამოვნებით გადავწყვიტე დარჩენა, რადგან მსურდა, გუნდს საშინაო არენაზეც დავხმარებოდი და ჩემპიონთა ლიგაზეც. ახლა კი წასვლის დრო მოვიდა და იმედი მაქვს,
ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდებიან" - აღნიშნა მაჰრეზმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული