ლონდონის "ტოტენჰემს" კაილ უოკერში 45 მილიონი გირვანქის გამომუშავება სურს. ინგლისის ნაკრების 27 წლის მცველს მაურისიო პოჩეტინოსთან კონფლიქტი აქვს და სავარაუდოდ, "დეზებს" მისი გაყიდვა მოუწევთ, მაგრამ ამის იაფად გაკეთება არ სურთ. "მანჩესტერ სიტის" სიტუაციით სარგებლობის იმედი აქვს და "ქალაქელებს" სჯერათ, რომ ლონდონელებს ცოტას დააკლებინებენ.
"სიტიდან" წასასვლელად ემზადება ელიაკიმ მანგალა. მას "ეტიჰადზე" მომავალი არ აქვს და 26 წლის ფრანგი მცველი მოლაპარაკებებს "ლიონთან" აწარმოებს.
გარდა ამისა, "მანჩესტერ სიტი" დანი ალვეშის ტრანსფერზე მუშაობს. როგორც ამბობენ, ბრაზილიელი მოელაპარაკა ტურინის "იუვენტუსს" უმტკივნეულოდ განშორებაზე და პრემიერლიგაშიც მოსინჯავს
ძალებს, თავის ყოფილ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას შეუერთდება. ალვეშის შეცვლას იტალიური გუნდი "სიტის" თანაქალაქელის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მატეო დარმიანით აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"