"ბიანკონერის" ხელმძღვანელობას სურს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ამ ტრანსფერის საკითხი, რომ მის შემცვლელზეც იფიქროს. ტურინელები ფეხბურთელს ბოლო შეთავაზებას გაუკეთებენ, კვირაში 75-ათასიან ხელფასს გაუზრდიან და მას 2022 წლამდე შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს.
თუ ამაზეც უარი მიიღეს, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება. ანტონიო კონტეს მთავარი სამიზნე განაპირა მცველის პოზიციაზე სწორედ 26 წლის ბრაზილიელი მცველია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"