29 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც ესპანურ გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება, ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
როგორც იცით, ვისენტე იბორა "სევილიას" "ლევანტედან" 2013 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 172 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.
სევილიური კლუბი, მას შემდეგ დათანხმდა კაპიტნის გაშვებას, რაც მილანის "ინტერიდან" ევერ ბანეგა დაიბრუნეს.
"იბორამ შესანიშნავად იასპარეზა ჩვენს კლუბში და გულშემატკივართა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა" - ნათქვამია "სევილიას"