ჰენანს ახალგაზრდობა ლონდონში აქვს გატარებული და ის "არსენალის" თამაშებზე ხშირად დადიოდა. 1977 წელს ის საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა და მას შემდეგ "მეთოფეების" თამაშს აღარ დასწრებია.
როდესაც 81 წლის ქალბატონმა გაიგო, რომ მისი საყვარელი კლუბი წინასასეზონო მზადების ნაწილს ავსტრალიაში გაატარებდა, გადაწყვიტა, ამ ფაქტის აღსანიშნავად, მარჯვენა მხარზე ტატუ გაეკეთებინა.
"ცოტათი მტკივნეული იყო. პროცესის ბოლოს კი შევშინდი, როდესაც მითხრეს, რომ სიტყვა "არსენალი" შეცდომით იყო დაწერილი. საბედნიეროდ, ეს ხუმრობა გამოდგა", -
როდესაც "არსენალის" წარმომადგენლებმა მერი ჰენანის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, მისთვის 15 ივლისს "ვესტერნ სიდნეისთან" გასამართი მატჩის ვიპ-ლოჟის ბილეთი გადაეცათ.