იბრაჰიმოვიჩი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირეს

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მძიმე ტრავმას მკურნალობს, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს.

The Sun-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები 35 წლის შვედის გამოჯანმრთელების ტემპით კმაყოფილები არიან და მის კვლავ დამატებას არ გამორიცხავენ.

იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

მიმდინარე წლის აპრილში, იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და მაშინდელი პროგნოზებით, ფეხბურთს 2018 წლის თებერვლამდე ჩამოშორდა. ბუნებრივია, "იუნაიტედმა" მასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა.

თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება. იბრას მკურნალობა დაგეგმილზე კარგად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული,
ის მოედანს უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაუბრუნდეს. "მანჩესტერი" კი, ფეხბურთელთან, რომელმაც ამ გუნდის მაისურით 46-ჯერ ითამაშა და 28-ჯერ გაიტანა, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დაფიქრდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული