რუნი: ჩემი მიზანი ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესებაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნი "არსენალთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" 8:2 მოიგეს, საკუთარ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით 150 ბურთიან ზღვარს გადაცდა.

"არსენალთან" მატჩში რუნიმ ჰეთრიკი შეასრულა და უკვე 152 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში მოხვდა.

"ჩემი მიზანია ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესება", - განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ სერ ბობი ჩარლტონს 249 გოლი აქვს გატანილი.

მომზადებულია mu.tv.manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული