როგორც გაირკვა, "ანჟი" მზადაა 29 წლის ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ვიდიჩი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" კვირაში 90 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.
რუსული კლუბის გარდა 29 წლის მცველით დაინტერესებული არიან "იუვენტუსი" და "რეალი".
შეგახსენებთ, რომ ადრე ნემანია ვიდიჩი რუსეთში 2004-2006 წლებში "სპარტაკში" თამაშობდა.
მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით