გვარდიოლამ ვენგერი დაიცვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი დაიცვა. ფრანგი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ანგარიშით 2:8 წაგებული მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ვენგერმა ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ძლიერი გუნდია, "არსენალმა" კი მატჩი რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ლონდონური კლუბი სესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" და სამირ ნასრის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის, ასევე ჯეკ უილშირის ტრავმის გამო დასუსტებული იყო.

გვარდიოლას თქმით, "არსენალი" ვენგერის ხელმძღვანელობით ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. "სპორტში გამარჯვების და წაგების
გარდა, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ არსებობს", - თქვა "ბარსელონას" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული