"არსენალი" მერტეზაკერის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის გაძლიერებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ "მეთოფეთა" რიგებს ბრაზილიის ნაკრების მცველი ანდრე სანტოსი შეემატება. ასევე "არსენალი" პერ მერტეზაკერის შეძენას შეეცდება.

რამდენიმე კვირის წინ ვენგერმა განაცხადა, რომ მერტეზაკერი მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა სხვაგვარად გამოვიდა.

მერტეზაკერმა კარიერა "ჰანოვერში" დაიწყო, ხოლო 2006 წელს "ვერდერში" გადავიდა, სადაც მისვლისთანავე ძირითადის ფეხბურთელი გახდა. 26 წლის გერმანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 75 შეხვედრაა.

მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული