ნასრი: "არსენალიდან" დროულად წავედი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ "არსენალის" ფეხბურთელი იყო, მიიჩნევს, რომ "არსენალის" პრობლემები ძირითადად ფინანსურ საკითხში აქვს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პირველ რიგში კლუბის ბოსების ბრალია და არა - მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის.

"არსენალი" დროულად დავტოვე, რადგან წარუმატებლობის ძალიან მკვეთრი ნიშნები იყო. ერთერთი მათგანი ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადასვლა იყო, ასევე - ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემთან" მარცხი.

"არსენალი" დიდ კლუბად რჩება, მაგრამ "ემირეიტსის" მშენებლობამ ბევრი რამ შეცვალა. ამის შემდეგ კლუბის ამბიციები შეიცვალა. ეს ვენგერის პოლიტიკა არაა,
არამედ კლუბის ბოსების ხედვა.

რადგან "მეთოფეებს იმდენი ფული არ აქვთ, რამდენიც სხვებს, ამიტომ კლუბს სატრანსფერო ბაზარზე მათნაირად აქტიურობა არ შეუძლია. ლონდონელებს თავიანთი ლიდერების გაყიდვა და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენა მოუწევთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი ეკუთვნის ვენგერს კაცად რომ გაქცია,ისე ცასაძირავად გამზადებული გემიდან პირველი ვირთხები გარბიან
pancu
10:30 31-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული