სესკ ფაბრეგასი: მაინც მუდამ "არსენალის" ქომაგი ვიქნები

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ კვლავაც აგრძელებს თავისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის" თამაშებისთვის თვალის მიდევნებას.

ესპანელმა ჰავბეკის თქმით, მისთვის მძიმე საყურებელი პრემიერლიგის მესამე ტური იყო, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მეთოფეები" მიწასთან გაასწორა (8:2).

"ტელევიზორით ვუყურე "მანჩესტერ იუნაიტედი"-"არსენალის" მატჩს. საშინელი სანახაობა იყო, - განაცხადა ფაბრეგასმა. - ძალიან განვიცადე ჩემი ყოფილი გუნდის განადგურება, მითუმეტეს, რომ კარგად ვიცი, როგორი მეტოქეები არიან ეს კლუბები.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ მატჩებში "არსენალი" აუცილებლად მოუმატებს, მე კი ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული