ესპანელმა ჰავბეკის თქმით, მისთვის მძიმე საყურებელი პრემიერლიგის მესამე ტური იყო, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მეთოფეები" მიწასთან გაასწორა (8:2).
"ტელევიზორით ვუყურე "მანჩესტერ იუნაიტედი"-"არსენალის" მატჩს. საშინელი სანახაობა იყო, - განაცხადა ფაბრეგასმა. - ძალიან განვიცადე ჩემი ყოფილი გუნდის განადგურება, მითუმეტეს, რომ კარგად ვიცი, როგორი მეტოქეები არიან ეს კლუბები.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ მატჩებში "არსენალი" აუცილებლად მოუმატებს, მე კი ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები".