რიჩარდსმა ტრავმა შაბათის ვარჯიშზე მიიღო და "სიტის" ექიმების განკარგულებაშია, რაც შეეხება ბენტს - მან ვარჯიში ჯერ კიდევ ბულგარელებთან თამაშამდე ვერ შეძლო, ისიც კლუბს დაუბრუნდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად 3:0 დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები და უელსელთა მოულოდნელი გამარჯვების წყალობით, ჩერნოგორია უკან მოიტოვა. კაპელომ გადაწყვიტა, რომ ტრავმირებუელბის შემცვლელები არ სჭირდება.
ჰენდერსონი ლივერპულს
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი "ლივერპულს" დაუბრუნდა. მას ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ, ნაკრებმა კლუბთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება შეასრულა.
ინგლისელმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 6:0 მოუგეს აზერბაიჯანელებს, ჰენდერსონმა ერთ-ერთი გოლი გაიტანა. დღეს ინგლისელები ამხანაგურად ებრაელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, თუმცა ჰენდერსონი კლუბში გამოცხადდება "ნორვიჩ სიტისთან" მატჩისთვის უკეთ მოსამზადებლად. ნაკრები დატოვა ჯოშ მაკიჩრენმაც (ჩელსი), მან ტრავმა მიიღო. სტიუარტ პირსმა მაკიჩრენის ნაცვლად "ტოტენჰემის" ადამ სმითი გამოიძახა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"