"ბუნებრივია, ევრო-2012-ს მოვიგებთ. მართალია, ვამბობდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოვიგებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ბოლო დროს ხუთი-ექვსი გუნდი გამოიკვეთა, რომელთაც შეუძლიათ დელ ბოსკეს შეგირდებს რეალური კონკურენცია გაუწიონ.
ჩვენი ნაკრები თავის სამუშაოს პროფესიონალურად ასრულებს და მთავარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ამის გარდა, ახალგაზრდა, კარგი ფეხბურთელების თაობა მოდის, კონტინენტზე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გვაქვს",
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რედნაპი, ფაბიო კაპელოს წასვლის შემთხვევაში, ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე მთავარ კანდიდატად სახელდება.
ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი - 7 ოქტომბერს ჩერნოგორიის ნაკრებს შეხვდებიან. "ნისლიანი ალბიონის" გუნდი სატურნირო ცხრილს ექვსქულიანი სხვაობით ლიდერობს.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით