"დიეგოსთვის ძალიან ახლობელია ინგლისური ფეხბურთი და თქვენი ქვეყნის ცხოვრების წესი. ზუსტად ვიცი, რომ მარადონა სიამოვნებით იცხოვრებდა ინგლისში. მას ძალიან მოწონს ინგლისის ბუნება და ის, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან ამ ქვეყანაში ადამიანების კერძო საკუთრებას. დარწმუნებული ვარ, მარადონა ბედნიერი იქნებოდა, ინგლისში და კერძოდ "ასტონ ვილას" დონის დიდ კლუბში მუშაობის საშუალება თუ მიეცემოდა. თუკი "ვილას" მეპატრონე რენდი ლერნერი დიეგოს სერიოზული
სურვილი ერთია და რეალობა - სხვა. დიეგო მარადონას "ასტონ ვილას" თავკაცობა კი სურს, მაგრამ ლერნერს არჩევანი ისედაც დიდი და სოლიდური აქვს. თუ არსებულ კანდიდატებს მარადონაც დაემატა, მაშინ რენდი ლერნერს მარტინ იოლს, სვენ-გორან ერიკსონს, "ასტონ ვილაში" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ კევინ მაკდონალდსა და დიეგო მარადონას შორის მოუწევს ერთ-ერთის არჩევა. გარდა ამისა, სტივ ბრიუსსაც მიიჩნევენ პრეტენდენტად "ვილას" დამრიგებლის თანამდებობაზე - ლერნერს ძლიერ მოწონს მის მიერ "სანდერლენდში" გაწეული სამუშაო.