ფერგიუსონი: ვფიქრობდი, რომ ინგლისის ჩემპიონატის დასაწყისში პრობლემები შეგვექმნებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ თავისი გუნდის მხრიდან პრემიერლიგაში მსგავს წარმატებულ სტარტს არ ელოდა. "წითელმა ეშმაკებმა" 4 თამაშში 12 ქულა მოაგროვეს და 18 გოლი გაიტანეს.

"როდესაც პრემიერლიგის 2011/12 წლის კალენდარი პირველად დავინახე, მომეჩვენა, რომ ჩვენს ბიჭებს დასაწყისში გაუჭირდებოდათ. მაგრამ კარგი ტემპი ავიღეთ.

წინ ძალიან რთული მატჩები გველის. ოთხშაბათს ლისაბონში "ბენფიკასთან" სათამაშოდ მივდივართ, უკვე კვირას კი პრემიერლიგაში "ჩელსის" ვმასპინძლობთ", - განაცხადა ფერგიუსონმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი "ბენფიკა"-"მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება.

მომზადებულია Manchester United
TV-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული