"სელტიკის" თავდამსხმელმა ისლამ ფერუზმა ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა.
16 წლის ფეხბურთელი სომალიში დაიბადა, თუმცა ამჟამად შოტლანდიის ნაკრებში თამაშობს.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ნიუკასლი" და "ბლექბერნიც" ცდილობდნენ. მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.