"ჩელსი" ტორესის ინტერვიუს გამოძიებას იწყებს

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ინგლისური კლუბი გუნდის თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს, რომელშიც ესპანელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ბებრები და ნელები უწოდა.

"ჩვენ ვაპირებთ სიტუაციაში გავერკვეთ და გამოვიძიოთ, შეესაბამება თუ არა ტორესის სიტყვები სიმართლეს. თუ მან ეს ინტერვიუ უნებართვოდ მისცა, მას ჯარიმა დაეკისრება", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ ტორესის ინტერვიუ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგ ფეხბურთელის ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზე დაიდო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული