"ვესტ ჰემმა" ბრიჯის იჯარით აყვანაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ სიტის" მცველის უეინ ბრიჯის იჯარით აყვანაზე უარი თქვა.

"ქალაქელებმა" ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანეს და იმედი აქვთ ჩემპიონშიპის რომელიმე კლუბში გაანათხოვრებენ. "ჩაქუჩები", რომელთა შემადგენლობაში ბრიჯმა გასულის სეზონის ოთხი თვე იჯარით გაატარა, მთავარ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ.

"ჩვენი შემადგენლობა მთლიანად დაკომპლექტებულია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს", - განაცხადა სემ ელერდაისმა.

მომზადებულია TalkSport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული