როგორც გაირკვა, გარიგება რამდენიმე დღეში შედგება. გლეიზერების ოჯახი ადრე ამდაგვარ წინადადებებს მუდმივად უარყოფდა, თუმცა შესაძლოა ამჯერად თავის პრინციპებს უღალატოს. რაც შეეხება ყატარის სამეფო ოჯახს, ისინი ასეთ გარიგებას წარმატებულად მიიჩნევენ.
ყატარი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გუნდების შეძენას ცდილობს. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მათ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოეწონათ.
ყატარის დელეგაცია შეიჰ ჰამად ბენ ხალიფ ალ-ტანის ხელმძღვანელობით აპირებს ორშაბათს მანჩესტერში ჩავიდეს და ხელშეკრულება გააფორმოს.
მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით