"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ პრემიერლიგის მეხუთე ტურში "ჩელსის" გაუტანა და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ხოსე ანტონიო რეიესის მიღწევა გაიმეორა. რეიესმა 2004/05 წლის სეზონში ინგლისის ჩემპიონატის ხუთივე სასტარტო მატჩში გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუნის ანგარიშზე 9 გოლია, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ კი რვაჯერ გაიტანა.
მიმდინარე სეზონმადე პრემიერლიგის ისტორიაში საწყის ხუთ ტურში ექვს გოლზე მეტი არავის გაუტანია.