"ჩელსი" "ევერტონის" 17 წლის ნახევარმცველში 20 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს "ევერტონის" ნახევარმცველის, როსს ბარკლის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

ლონდონელები მზად არიან 17 წლის ნახევარმცველში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ახალგაზრდა ჰავბეკის შეძენას  "ლურჯები" ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ლივერპულელთა თავკაცმა დევიდ მოიესმა მის გაშვებაზე უარი თქვა.

ამბობდნენ, რომ ბარკლის გადაბირებას "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონიც ცდილობდა.

მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული