"ჩელსის" თავდამსხმელს ნიკოლა ანელკას ჯერჯერობით თავისი მომავალი არ გაურკვევია. ერთის მხრივ მას "ჩელსიში" ყველაფერი აკმაყოფილებს, მეორეს მხრივ კი "არისტოკრატების" რიგების დატოვებაზე ფიქრებიც ხშირად სტუმრობს. ანელკას კონტრაქტი 2012 წელს უსრულდება.
"ჩელსიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. ლონდონელების შემადგენლობაში უკვე ოთხი წელია გამოვდივარ. მაგრამ ბოლო დროს გარემოს გამოცვლის ფიქრები მომდის და ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, რა იქნება მომავალში", - თქვა ანელკამ.