ფერგიუსონი: "სტოკთან" მატჩში რიო ფერდინანდის იმედი მაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ გუნდის მცველი რიო ფერდინანდი 24 სექტემბერს "სტოკ სიტისთან" მატჩში ითამაშებს.

"შაბათს რიოს დახმარების იმედი მაქვს. როდესაც ისეთ გუნდთან თამაშობთ, როგორიც "სტოკ სიტია", ცოტაოდენი გამოცდილება აუცილებელია. ფერდინანდმა "ბოლტონთან" შესანიშნავად ითამაშა, ამიტომ შაბათს მას ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვანდობ", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მუხლის მყესების ტრავმის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული