არადა, ამ ზაფხულს ლონდონური კლუბიდან წასვლის შემდეგ ანჩელოტი აცხადებდა, რომ მინიმუმ ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობისგან დაისვენება სურდა, თუმცა როგორც ჩანს უქმად ჯდომა უკვე მობეზრდა, ახლა თავის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი თუკი მიეცემა, უარს არ იტყვის.
"არ მითქვამს, რომ დასვენებას ფეხბურთისგან ერთი წლით ვაპირებ. უბრალოდ განვაცხადე, რომ ინგლისურ ფეხბურთში დასარჩენად ერთი წლით ლოდინი არ მაშინებს-თქო. თუკი კარგი გუნდის კარგი ვარიანტი გამოჩნდება,
ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება ყოველ დილით ვარჯიშებზე სიარული", - განაცხადა ანჩელოტიმ.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით