ანჩელოტი: ინგლისურ გუნდში მუშაობაზე უარს არ ვიტყვი

AutoSharing Option
იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი, რომელიც ბოლოს ლონდონის "ჩელსის" ედგა სათავაში, მზადაა პრემიელიგაში დაბრუნდეს და მუშაობა გააგრძელოს.

არადა, ამ ზაფხულს ლონდონური კლუბიდან წასვლის შემდეგ ანჩელოტი აცხადებდა, რომ მინიმუმ ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობისგან დაისვენება სურდა, თუმცა როგორც ჩანს უქმად ჯდომა უკვე მობეზრდა, ახლა თავის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი თუკი მიეცემა, უარს არ იტყვის.

"არ მითქვამს, რომ დასვენებას ფეხბურთისგან ერთი წლით ვაპირებ. უბრალოდ განვაცხადე, რომ ინგლისურ ფეხბურთში დასარჩენად ერთი წლით ლოდინი არ მაშინებს-თქო. თუკი კარგი გუნდის კარგი ვარიანტი გამოჩნდება,
ძალიანაც გამეხარდება.

ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება ყოველ დილით ვარჯიშებზე სიარული", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული