აგუერო: შემიძლია რუნის ვაჯობო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამხსმელი სერხიო აგუერო ფიქრობს, რომ ბომბარდირთა დავაში უეინ რუნის აჯობებს. ამ ეტაპზე არგენტინელმა ფორვარდმა ხუთ შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, ხოლო რუნიმ ერთი ბურთით მეტი.

"ჩემსა და რუნის შორის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრამდე კონკურენცია იქნება. ყველა მატჩში მინდა გოლის გატანა. ყოველთვის მეუბნებიან, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან". მსგავსი სიტუაცია ესპანეთში მქონდა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ "ატლეტიკოს" ხშირად არ უმართლებდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, ამაზე არ გავჩერდები.

ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ანახებს, რისი წყალობითაც
შეგვიძლია ინგლისის ჩემპიონები გავხდეთ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ტიტულები მოვიპოვო", - განაცხადა აგუერომ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული