ვენგერი: ახალგაზრდა ფეხბურთელებს ისე ვიცავ კრიტიკოსებისგან, როგორც თეთრი დათვი ბელებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ყველაზე მეტად გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეების კრიტიკას განიცდის.

"არასდროს მწყინს ჩემ მისამართით გამოთქმული კრიტიკა. ყველაზე მეტად კი განვიცდი, როდესაც ახალგაზრდებს განიკითხავენ. ასეთ დროს დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ ხოლმე - როგორც თეთრი დათვი თავისი ბელების დაცვის დროს.

ახალგაზრდებმა მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქრონ. მახსოვს, როდესაც 19 წლის ვიყავი, ძალიან მიჭირდა კრიტიკის ატანა", - განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა.

მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული