მატა: "ვალენსიას" თუ გავუტანე, შევეცდები ემოციები შევიკავო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა ხუან მატამ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.

23 წლის ესპანელმა "ღამურების" შემადგენლობაში 4 წელი გაატარა და ყოფილი გუნდის მოთამაშეებთან დღემდე მეგობრობს.

"ჩემთვის ეს მათჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან დიდი ხანი არაა, რაც "ვალენსია" დავტოვე. თუმცა პირველ ადგილზე მაინც "ჩელსის" ვაყენებ. გოლი თუ გავიტანე, შევეცდები ჩემი ემოციები არ გამოვხატო. "ვალენსიაში" ყველაფერი ნორმალურად იყო, დღემდე ვინარჩუნებ კარგ ურთიერთობას გუნდის ფეხბურთელებთან", - განაცხადა მატამ.

მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული