ვან პერსი "არსენალთან" კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" კაპიტანი რობინ ვან პერსი, რომელმაც შაბათს "ბოლტონთან" მატჩში დუბლი შეასრულა, ჯერჯერობით "მეთოფეებთან" ახალ კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად მზად არაა.

"არსენალთან" კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს და ჯერ ახალი კონტრაქტის განხილვისთვის მზად არ ვარ. ჩემი თამაშით და ლონდონურ კლუბში შექმნილი პირობებით კმაყოფილი ვარ.

მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისთვის უფრო ხელსაყრელ მომენტს დაველოდები. ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ახალი კონტრაქტის განხილვის დრო უბრალოდ არ არის", - აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული