ლემპარდი: მინდა ვითამაშო და არა სკამზე ვიჯდე და ფული ისე მივიღო

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ვალენსიას" გაუტანა, იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან რეგურალურად ითამაშებს.

"მუდმივად თამაში მსურს. მთელი კარიერის მანძილზე ასეთი ვიყავი. ამ კლუბში თამაში მომწონს. ვამაყობ, რომ სწორედ აქ ვთამაშობ.

კარიერაში ჩავარდნა ადრეც მქონია, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო მეტი მუშაობის საბაბია, რათა ფორმა აღვიდგინო. მოედანზე აქტიურობა და მომენტების დაჭერა მიყვარს. იმედი მაქვს, რომ ახლა უფრო წარმატებული თამაშების ციკლი დაიწყება.

მუდმივად შრომაა საჭირო, რომ შედეგი მიიღო. მსურს მატჩებში ვითამაშო და არა სკამზე ვიჯდე და ფული ისე
მივიღო. მაგრამ მწვრთნელის აზრს პატივი უნდა ვცეთ. ასევე ჩვენი შემადგენლობის შესაძლებლობები და სიძლიერე უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა 33 წლის ლემპარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული