სქოულზი: ტევესის მესმის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა 2001 წლის ნოემბერში ლიგის თასზე "არსენალთან" თამაშზე უარი თქვა.

სქოულზი ამბობს, რომ "მანჩეტსერ სიტის" ფეხბურთელის კარლოს ტევესის გრძნობების ესმის. ამასთან, ინგლისელი მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირების ბედი გუნდის თავკაც რობერტო მანჩინიზეა დამოკიდებული.

"მაშინ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თუ უარესში არა. კარლოსს კარგად ვიცნობ. ტევესი ის მოთამაშეა, რომელსაც მუდამ მოედანზე ყოფნა სურს. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მას ანადგურებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობას მთლიანად მწვრთნელი ირჩევს, მაგრამ ტევესი სხვაგვ
არად ფიქრობს: "სიტის" საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, ის კი მოედანზე არ მაყენებს"! არ ვამბობ, რომ ტევესი მართალია. ამ სიტუაციაში ყველაფერი მანჩინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ჩემს შემთხვევას რაც შეეხება, როგორც კი მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, ფერგიუსონს მაშინვე ბოდიში მოვუხადე. მან მაქსიმალურად დამაჯარიმა და ეს ისტორია დავიწყებას მიეცა", - თქვა ტევესმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული