ადებაიორი: "არსენალს" უდიდეს პატივს ვცემ

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა "არსენალთან" მატჩის წინ 2009 წლის თამაში გაიხსენა. მაშინ ტოგოელმა ყოფილ კლუბს ორჯერ გაუტანა და "ქალაქელებს" 4:2 გაამარჯვებინა.

პირველი გოლის შემდეგ ადებაიორმა "არსენალის" ფანებთან მიირბინა, რაც პოლიციამ პროვოკაციად მიიჩნია.

"რაც ორი წლის წინ მოხდა მხოლოდ გაუგებრობა იყო. "არსენალის" ყველა გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ყველანი ადამიანები ვართ და ხანდახან ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშებს მოუთმენლად ველი.

თუ გატანის შანსი მექნება გავიტან, მაგრამ გოლს მაშინდელივით არ ავღნიშნავ. "არსენალი" ის კლუბია, რომელმაც იქ  ყოფნის შანსი მომცა, სადაც ახლა ვარ.
ამ კლუბის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა შემომრჩა", - განაცხადა ადებაიორმა.

ლონდონური დერბი კვირას "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართება.

მომზადებულია talkSPORT-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული