დევიდ დე ხეამ სუპერმარკეტში ფუნთუშა მოიპარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეა მაშინ დაიჭირეს, როცა ის სუპერმარკეტში ფუნთუშას იპარავდა.

ესპანელი ფეხბურთელი სუპერმარკეტში ორ მეგობართან ერთად შევიდა, ხოლო გამოსვლისას აღებული ფუნთუშის საფასური არ გადაიხადა. გოლკიპერის ქმედება კამერებმა დააფიქსირეს.

დე ხეას გარდა ფუნთუშის მოპარვას მისი მეგობარიც ცდილობდა, თუმცა ისიც დაიჭირეს, რის შემდეგაც სამივე ახალგაზრდა სპეციალურ ოთახში შეიყვანეს, სადაც მათ მოპარული ფუნთუშები აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის დევიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. არაოფიციალური წყაროების მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 70 ათასი ფუნტი სტერლინგია, ხოლო მის მიერ მოპარული
ფუნთუშის ფასი 1.19 ფუნტი.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ოფიციალურად კლეპტომანია ქვია მგონი. არ უნდა მოიპაროს, არც სჭირდება ამის გაკეთება მარა იპარავს>>>> კანონის მიხედვით დასჯადიც არაა(ყოველშემთხვევაში ჩვენი კანონით)რადგან ავადმყოფობად ითვლება>
tirrannos
18:55 30-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული