მანჩინი: მინდა "მანჩესტერ სიტიში" მრავალ წელს დავრჩე

AutoSharing Option
46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ "ვილიარელკთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბში დარჩენას კიდევ დიდხანს აპირებს.

"აქ მომწონს. მსურს დიდხანს დავრჩე, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. საკმარისია სამი-ოთხი თამაში წააგო, რომ ყველაფერი შეიცვლება. თუმცა ჯერჯერობით კარგად ვმუშაობთ.

"სიტიში" მრავალი წლის მანძილზე სიამოვნებით დავრჩებოდი. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მრჩება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან მისი გაგრძელების შესახებ არ მისაუბრია. ჯერჯერობით ეს მნიშვნელოვანი არაა", - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რობერტო მანჩინი "სიტის" 2009 წელს ჩაუდგა სათავეში, როდესაც გუნდის თავკაცის პოსტზე
მარკ ჰიუზი შეცვალა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული