ჯერარდი: ბოლო ექვსი თვე ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა აღიარა, რომ საკუთარ კარიერაზე შიშობდა მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე სერიოზული ტრავმა მიიღო. მან საფეხბურთო კარიერაში გასულ ექვს თვეს  ყველაზე რთული უწოდა.

"ვშიშობდი თუ არა ჩემს კარიერაზე? დიახ და ეს ბუნებრივია - თავში ეჭვები და სხვადასხვა ცუდი ფიქრები გიტრიალებს. ტრავმის შემდეგ დიდი დრო დამჭირდა დადებითი ემოციების დასაბრუნებლად.

ეჭვგარეშეა, რომ გასული ექვსი თვე ჩემთვის მთელი კარიერის მანძილზე ყველაზე რთული იყო", - განაცხადა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ საზარდულის ტრავმის შემდეგ ჯერარდი, "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში გამოჩნდა.

მომზადებულია
BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული