კარლოსი ტევესი უკვე 25 მილიონი ღირს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარლოს ტევესის სატრანსფერო ფასი დაწიოს.

ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" შეხვედრაში შეცვლაზე გამოსვლაზე უარის თქმით, ფეხბურთელმა რობერტო მანჩინის ნდობა დაკარგა.
ამის გარდა არგენტინელს კლუბმა ორი კვირის ხელფასის ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა. "ქალაქელები" ყველანაირად ცდილობენ ფორვარდი გუნდიდან გაუშვან, ამისთვის "სიტის" ბოსებმა მისი სატრანსფერო ფასის დაკლებაზეც არ თქვეს უარი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "მანჩესტერ სიტი" მზად იყო ტევესი 40 მილიონ ფუნტად გაეყიდა. არგენტინელის გადაბირების მთავარმა პრეტენდენტმა "კორინთიასმა" ვერ შეძლო ამხელა თანხის გადახდა. ამჟამად ბრაზილიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდის.

"სიტიმ"
ტევესზე სატრანსფერო ფასი 25 მილიონზე დაწია. კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ ფასად ფეხბურთელს იტალიური და რუსული კლუბები შეიძენენ.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული