სანამ გამოძიებას დაიწყებდა, სკოტლენდ-იარდი ერთი კვირის მანძილზე გულშემატკივრების საჩივრებს განიხილავდა, რომლებიც ინცინდენტის შესახებ იტყობინებოდნენ.
ბრალდება ძირითადად მატჩის ტრანსლაციის ვიდეოგამეორებაზეა დამყარებული, სადაც ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას ტერი იამაიკის მკვიდრ ფერდინანდს. თავად "ჩელსის" 30 წლის მცველი ამ მტკიცებულებებს კატეგორიულად უარყოფს.
"მსგავსი გამონათქვამების უფლებას თავს არასდროს მივცემდი და ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხს ჩემზე ასეთი რამის ფიქრი შეუძლია", - განაცხადა ფეხბურთელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი