მალუდა: თუ საჭირო გახდა, "ჩელსის" დავტოვებ

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა, ფლორან მალუდამ აღნიშნა, რომ შესაძლოა გუნდი ახლო მომავალში დატოვოს. ფრანგის თქმით, ის უკმაყოფილოა, რომ მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

მალუდას გადაბირების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი პარიზული კლუბი "პარი სენ ჟერმენია".

შეგახსენებთ, რომ ახლო მომავალში პსჟ შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს, რომელიც ადრე "ჩელსისაც" თავკაცობდა.

"ჩელსიში" მცირე სათამაშო დრო მაქვს. ჩემს ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ საჭირო გახდა, გუნდს დავტოვებ", - განაცხადა მალუდამ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული