ჯეიმი კარაგერი: ინგლისის ნაკრებს სტივენ ჯერარდმა უნდა უკაპიტნოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველ ჯეიმი კარაგერს სურს, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნად თავისი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდი იხილოს.

"გავოცდი, როდესაც შევიტყვე, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნად ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სკოტ პარკერი დანიშნეს.

სკოტი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ კაპიტანი ჯერარდი უნდა იყოს.

სტივენი მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტანი იყო, 10 წლის განმავლობაში თავისი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და აქ სხვა ვარიანტი, ჩემი აზრით, არც უნდა განიხილებოდეს.

ვინც უნდა წვრთნიდეს ნაკრებს, კაპიტანი ჯერარდი უნდა იყოს", - განაცხადა კარაგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული