"გავოცდი, როდესაც შევიტყვე, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნად ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სკოტ პარკერი დანიშნეს.
სკოტი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ კაპიტანი ჯერარდი უნდა იყოს.
სტივენი მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტანი იყო, 10 წლის განმავლობაში თავისი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და აქ სხვა ვარიანტი, ჩემი აზრით, არც უნდა განიხილებოდეს.
ვინც უნდა წვრთნიდეს ნაკრებს, კაპიტანი ჯერარდი უნდა იყოს", - განაცხადა კარაგერმა.