ლონდონში სარეკლამო რგოლის გადაღებაზე ჩასულ ლეო მესის უსიამოვნო წუთების გადატანა მოუხდა. არგენტინელ ვარსკვლავს "ადიდასის" პროდუქციის რეკლამირებისას ადგილობრივ ბავშვებთან ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ 5-კაცა გუნდების ეს თამაში მთვრალი გამვლელების გამო არ შედგა.
გადასაღები მოედნის ირგვლივ შექმნილ ხალხმრავლობაში მავანი, არაფხიზელმდგომარეობაში მყოფი ლონდონელი უმართავი იყოო, ამბობს "ადიდასის" წარმომადგენელი.
"ლეო მესის და ბავშვებს ორი ხუთკაციანი გუნდი უნდა შეექმნათ და საჩვენებელი მატჩი ეთამაშათ. მაგრამ ზოგიერთი გამვლელი აბსოლუტურად უმართავი აღმოჩნდა. მათი მხრიდან ლეოს მისამართით დამცინავი და შეურაცხმყოფელი ფრაზებიც გაისმა, შემდეგ კი სათამაშო მოედანზე ბოთლების და სხვა
სახიფათო საგნების სროლა დაიწყო. უსაფრთხოება დაცული არ იყო და გადაღებაზე უარი ვთქვით, - თქვა "ადიდასის" თანამშრომელმა, - "ადიდასი" ბოდიშს უხდის ფეხბურთისა და მესის ერთგულ ქომაგებს, რადგან მათ იმედები გაუცრუვდათ და არგენტინელი ვარსკვლავის ახლოდან ხილვის საშუალება არ მიეცათ".