მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
- ვან პერსი "არსენალის" ლიდერია და მასთან განშორებას ნამდვილად არ ვგეგმავთ. საბედნიეროდ, "ემირიტსიდან" წასვლა არც მას აქვს გადაწყვეტილი.
კლუბში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რობინი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან, თუნდაც კარიერის დასრულებამდე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, რომ ის ფეხბურთს სწორედ "არსენალის" ფეხბურთელის რანგში გამოეთხოვოს.
რაც შეეხება არშავინს, ის ხასიათის ფეხბურთელად გადაიქცა. როცა თამაში მისდის,
ძალიან გამიკვირდა, როცა რუსეთის ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო. არშავინს იმის 80% რომ ეჩვენებინა, რისი პოტენციალიც აქვს, ის ნაკრებს აუცილებლად გაიყვანდა 1/4-ფინალში. თუმცა მეჩვენება, რომ ანდრეი უკვე წასულია დიდი ფეხბურთიდან.
დაკარგა სიჩქარე და რაც მთავარია, სურვილი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს. მაშინ, როცა ის "არსენალში" მოვიდა, ეს სურვილი ჰქონდა და შესაბამისად, მას გუნდიც კარგად შეხვდა. ბოლო ხანს მას პრობლემები დაუგროვდა. მხოლოდ მე კი არა, თანაგუნდელებმაც შეამჩნიეს, რომ საკუთარ თავს უფრთხილდებოდა.
სადღაც სირბილი დაეზარა, სადღაც ბრძოლას ფეხი გაარიდა. ფიზიკური მომზადება მისი საუკეთესო მახასიათებელი არასოდეს ყოფილა, კონდიციების გასაუმჯობესებლად მუშაობა კი ეზარება.
მე მას ყოველთვის ვიცავდი, შანსს ვაძლევდი. შარშან, როცა გუნდიდან ფაბრეგასი და ნასრი წავიდნენ, მას მიეცა შესაძლებლობა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ქცეულიყო.
ანდრეის ამ თემაზე ველაპარაკე კიდეც, მაგრამ მან თავი ვერ გამოიჩინა და ჯერ სკამზე გადავსვი, მერე დუბლებშიც კი გადავიყვანე.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელს, მოედანზე გამოსულს, საკუთარი გულშემატკივარი უსტვენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"