"როგორც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული, სეზონის დასრულების შემდეგ შევხვდი გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და აღმასრულებელ დირექტორ ივან გასიდისს. ჩვენ განვიხილეთ კლუბის განვითარების სტრატეგია და პოლიტიკა.
ფინანსურ პირობებსა და კონტრაქტზე არცკი გვილაპარაკია, რადგან ეს ჩემთვის პრიორიტეტი არაა.
ვენგერის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების პატივისცემის გამო, არ დავწვრილმანდები, მაგრამ ვიტყვი, რომ "არსენალის" სამომავლო განვითარებაზე საუბრისას განსხვავებული შეხედულებები აღმოგვაჩნდა.
დიდხანს ვიფიქრე კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება-არგაგრძელებაზე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ "არსენალთან"
ვან პერსი "არსენალში" 2004 წელს გადავიდა. ლონდონში გატარებული რვა სეზონის განმავლობაში მან 279 მატჩში 132 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში გატანილი 30 გოლით კი ჰოლანდიელი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ის ინგლისის რჩეულ ფეხბურთელადაც აღიარეს.
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ანდრეი არშავინი უკვე წასულია დიდი ფეხბურთიდან
ლონდონის "არსენალი ": დენილსონი ბრუნდება