ის მზადაა, დედაქალაქელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი (12,6 მლნ ევრო) შესთავაზოს. ხელშეკრულების თანახმად, სტარიჯი "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ორი წლით უნდა დარჩეს, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი იქნება "ჩელსის" თანხმობის მისაღებად.
ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ორი ფაქტორი განსაკუთრებულად იმედიანად განაწყობს - უპირველესად ის, რომ რობერტო დი მატეოს მოსვლის შემდეგ სტარიჯი ლონდონელთა რიგებში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და რაც მთავარია, მას მხოლოდ ფლანგის თავდამსხმელად განიხილავენ და არა ცენტრფორვარდად, სადაც დენიელს თავად
მერსისაიდელებს ფეხბურთელში "ტოტენჰემი" ეცილება. სტარიჯი ემანუელ ადებაიორის ერთ-ერთი ალტერნატივაა. ჩვენი აზრით, ის, რომ "ტოტენჰემს" რამდენიმე დღის წინ ანდრე ვილაშ ბოაში ჩაუდგა სათავეში, კლუბის შანსებს სერიოზულად ამცირებს, რადგან სტარიჯს პირველად ფლანგზე ადგილი სწორედ პორტუგალიელმა მწვრთნელმა მიუჩინა.
ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის შეძენა ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს, მაგრამ "ლივერპულის" შანსები დანარჩენებზე მაღალია. მას ყველაზე მომხიბლავი წინადადება აქვს გამზადებული.
სტარიჯი "ჩელსიში" ამჟამად კვირაში 65 ათას ფუნტს იღებს. "ლივერპული" მზადაა, მას ანაზღაურებაც საკმაოდ გაუზარდოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"